მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.
თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“.
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე ❤️ ოხ რამდენი რამის თქმა მინდა და თავს ვიკავებ. მე მჯერა რომ მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“, – წერს თიკა მახალდიანი.
შეგახსენებთ, მომღერლის ცხოვრებაში 4 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი დედა აღდგომა დღეს ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
ვიდეო: თიკა მახალდიანის ახალი კლიპი, რომელიც გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა
“ჩემს თავს ვერ ვპატიობ…ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი, ისე გარდაიცვალა ვერ ვანახეთ” – თიკა მახალდიანი