LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს თავს ვერ ვპატიობ…ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი, ისე გარდაიცვალა ვერ ვანახეთ” – თიკა მახალდიანი

352
BeFunky-collage (5)

მომღერალმა თიკა მახალდიანმა საბედისწერო დღე 19 აპრილი „თოქ-შოუ პროფილში“ გაიხსენა. თიკა ამბობს, რომ დედამისი ბებოსთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, როცა ქუჩიდან ნასროლმა ბრმა ტყვიამ ადგილზე მოკლა.

ბრმა ტყვიის შედეგად ქალის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

„დედაჩემი სახლში იყო, როცა პოლიციელის მიერ გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ეს ყველაფერი 82 წლის ბებიაჩემის თვალწინ მოხდა. ნამდვილად აუხსნელი რამ მოხდა, არც ის სახლია ჩვენთან ძალიან ახლოს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ვინაა ის ადამიანი, რომლის ბრმად ნასროლ ტყვიასაც დედა ემსხვერპლა და არც ვინტერესდები მისით…

ყველაზე მეტად იმას ვნანობ რომ კარანტინის დროს ვერ მივდიოდით ერთმანეთთან, ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი და ისე გარდაიცვალა, რომ ვერ ვნახეთ…

ამაზე რომ ვფიქრობ, უფრო და უფრო მიჭირს და ალბათ, ვერასდროს გადავიტან. ის მარტო დედა არ იყოს ჩემთვის , დებივით ვიყავით, ისედაც ახალგაზრდა იყო ძალიან, 52 წლის…არაფერი ტკიოდა, სიცოცხლე უხაროდა და შვილიშვილი, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა. ჩაკეტილი და ჩარაზული,რომ იყო ყველაფერი არც ჩემთან ვუშვებდი და არც მე მივდიოდი, ეს მაწუხებს ყველაზე მეტად, ბავშვის ნახვის სურვილი ჰქონდა სიგიჟემდე და ასე რომ მოხდა, რაღაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ,”- თქვა მახალდიანმა.

 

https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/2363503577285052

 

აღდგომის დღესასწაულზე მე-8 სართულზე სახლში ტელევიზორის ყურებისას ქუჩიდან ნასროლი ბრმა ტყვიით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g