LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

32

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტით განსაზღვრულ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასფალტ–ბეტონის საფარს.

ვინაიდან საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის გასწვრივ მჭიდროდ დასახლებული სოფლები: ხევი, ხუნევი, ვერტყვიჭალა, ბორითი, უბისა, შროშა, წევა და შორაპანია განლაგებული,  დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, გაბიონები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები.

უწყების ცნობით, პროექტი დასასრულს უახლოვდება და დარჩენილია მხოლოდ, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 359 000 ლარია.

 

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები