LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქუბარდია სამნიძეს: „როგორ მაკლიხარ და მენატრები.. იმხელა ძალა და მოტივაცია მოვიდა შენი გამოსვლით, აუცილებლად გავიმარჯვებთ, აი, ამ თავისუფალ ახალგაზრდებთან ერთად“

582
თეონა აქუბარდია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო საზღვარგარეთ იმყოფება და ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს, ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს და პარლამენტთან მიმდინარე აქციებს „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.

ვიდეო: „ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს” – ხათუნა სამნიძე

როგორც ხათუნა სამნიძემ გადაცემაში ჩართვის დროს აღნიშნა, მას ჯანმრთელობის თვალსაზრისით, საკუთარი ბრძოლა აქვს მოსაგები და ეს ბრძოლა ხანგრძლივი იქნება, დაავადების დამარცხების შემდეგ კი კოლეგებს შეუერთდება და მათთან ერთად იბრძოლებს.

ხათუნა სამნიძეს სოციალურ ქსელში ეხმიანება მისი კოლეგა და მეგობარი, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია:

„როგორ მაკლიხარ და მენატრები. იმხელა ძალა მოვიდა შენი გამოსვლით და იმხელა მოტივაცია, აუცილებლად გავიმარჯვებთ, აი, ამ თავისუფალ ახალგაზრდებთან ერთად“, – მიმართავს თეონა აქუბარდია ხათუნა სამნიძეს.

mazda magti 5g