LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: „თუ გამოვედი და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი თუ მიტინგზეო? თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას – თავისი“

306
ზურა ყიფშიძე

„ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ადამიანების ნაწილი მას „რუსულ კანონად“ მოიხსენიებს, ნაწილი კი თვლის, რომ კანონი გამჭვირვალობისთვის აუცილებელია და მას რუსულთან საერთო არაფერი აქვს.

აღნიშნულ თემაზე განცხადებებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აფიქსირებენ. საკუთარი პოზიცია მსახიობების ნაწილმა სცენიდანაც დააფიქსირა და თქვა – „არა რუსულ კანონს“.

ვიდეო: ,,არა რუსულ კანონს” – მოწოდება ვასო აბაშიძის მუსიკალურ თეატრში

ნინო გაჩეჩილაძე: „რუსული კანონის მიღება ყველა იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც დაიღუპა 9 აპრილს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის ომში…“

კახა კინწურაშვილი: „ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – ეს უნამუსობის ახალი საფეხურია!“

მსახიობმა ზურა ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას – თავისი“.

„თუ რამე გინდა ვინმეს გააგებინო, საქმით უნდა გააგებინო და თუ გამოვედი სპექტაკლის მერე და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი თუ მიტინგზეო?… თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას – თავისი“, – აცხადებს ზურა ყიფშიძე.

ვრცლად ინტერვიუს გაეცნობით აქ.

სუხიშვილები: „დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას… ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“

ნინო წილოსანი მსახიობებზე: „საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი – სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების უსუსურობაზე მეტყველებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g