ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება.
„არა რუსეთსო რომ იძახი, კანონი თუ რუსეთია ამ რუსების გვერდით რა გინდა? „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტებზე ვლაპარაკობ. აბა გადადეთ, რა გააკეთეს ქართული. საპროტესტო მუხტი რომ არ გაჩერდეს, სანამ შემდეგი რამე იქნება, მე ერთს ვიტყვი, რომ მშვიდობა და სიწყნარე მინდა ქვეყანაში. სიმშვიდე და სიწყნარე იმის ფასად, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ქართველებს საუკეთესო გვქონდეს. ბევრს ეს არ უნდა და ხდება რა, მიდიან, მოგზაურობენ, ჩადიან გმირთა მოედანზე და ფიცს დებენ, რომ იბრძოლებენ საქართველოსთვის. ნახეთ რა ლოზუნგი შემოაქვთ „ენა, მამული და ერთობა“-ო, ფიცს დებენ. ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი“, – აღნიშნა მეუფემ.