LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

450
თიბისი

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.

მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში.

მცხეთაში თიბისის ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებით მგზავრობა უფასოა, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე მოქმედებს 50%-იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g