რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი დაბრუნდნენ, „დისნეიმ“ მძაფრსიუჟეტიანი კომედიის Deadpool & Wolverine-ის პირველი ტრეილერი გაავრცელა.
რეჟისორ, შონ ლევაის კინოსურათში, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, რეინოლდსთან და ჯეკმანთან ერთად მონაწილეობას იღებენ ოუენ უილსონი, ემა კორინი, მორენა ბაკარინი და ჯენიფერ გარნერი.
ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 26 ივლისს შედგება.