LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტს ხელი მოაწერა

143
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 7 და 8 მარტის აქციების დროს, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლაზარე გრიგორიადისი, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

შეგახსენებთ, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოცხადდა – მას სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება იმავე საღამოს მიიღო.

„არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს“ – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

„კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ“ – ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

„სალომე ზურაბიშვილმა პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა – „ნაცური“ გადაწყვეტილებაა“ | მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g