LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Maserati-ს ემბლემა მდიდრულ კატერს პირველად დაამშვენებს

134
maserati

Maserati-მ მდიდრული კატერის GranCabrio-ს გაყიდვები დაიწყო. ბრენდის ქვეშ გამოშვებული ხომალდის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფასი 2,6 მილიონი დოლარია.

ოფიციალურ კადრებზე კატერი კაბრიოლეტი GranCarbio-ს გვერდითაა აღბეჭდილი და ორივე მათგანი ერთნაირ – ვარდისფერ ოქროსფერშია შესრულებული. ხომალდის გაფორმებისას იმავე პრემიუმ ხაზის მატერია  გამოიყენეს, რომელსაც Maserati-ს ავტომობილებში იყენებენ.

Maserati-ს კატერის შესახებ ცნობილია, რომ სიგრძე 10,5 მეტრია, ბორტი 8 ადამიანზე გათვლილი და იქვეა განთავსებული საბანაო პლატფორმაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები