LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული კანონის შემდეგ უცხოეთში მხოლოდ მდიდარი ჩინოვნიკების შვილები ისწავლიან; გაუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან; შეიქმნება ცენზურის სამსახური; წავა ცრუ დასმენები; სამსახურიდან გაათავსუფლევბენ არასასურველ პირებს“ – დაჩი გრძელიშვილი

194
დაჩი გრძელიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ შედეგებზე წერს, რომლებსაც, მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის კანონად ქცევა გამოიწვევს.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

„დადასტურებული პერსპექტივები:

1. რუსული კანონის შემდეგ, გაჩერდება საერთაშორისო დახმარება;

2. უცხოეთში მხოლოდ მდიდარი ჩინოვნიკების შვილები ისწავლიან და იცხოვრებენ;

3. გაჩერდება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი, რაც კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს გახდის მთავრობის ქმედებას;

4. გაუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ხოლო ვიზით შესვლა კიდევ უფრო გართულდება;

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

5. შეიქმნება ცენზურის სამსახური, რომელიც ფილმებიდან ამოჭრის „არასასურველ“ მომენტებს;

6. გეობის ბრალდებით, სამსახურიდან გაათავსუფლევბენ ყველა არასასურველ პირს, მათ შორის, არაგეებსაც;

7. ცილისწამების კანონით დაიჭერენ ან დააჯარიმებენ ყველას, ვისი ფეისბუკ-პოსტიც მთავრობას არ მოეწონება – წავა ცრუ დასმენები და ანონიმკები, ვისაც ვისი ჯავრი ექნება;

8. საერთაშორისო დახმარების შეწყვეტის გამო, გაძვირდება ცხოვრება და ლარიც დეცემა, რადგან იზლოაციაში მყოფი მთავრობა მის სუფსიდირებას ვერ შეძლებს – მიმდინარე პროექტების დაფინანსებაც თვითონ მოუწევს და ვალებზე მოხსნილი შეღავათების დაფარვაც;

9. არსებული ინფრასტრუტურული პროექტების ნაწილი მაინც გაჩერდება, რაც უმუშევრობას გაზრდის;

10. გაქრება ხარისხიანი, ევროპული პროდუქცია და დახლები რუსული და ჩინური ხლამით გაივსება;

11. სატრანპორტო კოლაფსიც გამძაფრდება, რადგან კალაძე ევროკავშირის ფულით ავტობუსებს ვეღარ იყიდის;

ამის შესახებ თქვენ ხმას ვერსად ამოიღებთ, იმიტომ რომ ნახეთ მე-3, 4, 5, 6 და მე-7 პუნქტები“, – წერს დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსეშლი.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

დადასტურებული პერსპექტივები: 1. რუსული კანონის შემდეგ, გაჩერდება საერთაშორისო დახმარება, 2. უცხოეთში მხოლოდ მდიდარი…

Posted by Dachi Grdzelishvili on ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024

„შევეცდები მარტივად ავხსნა, რა უბედურებას ითვალისწინებს ახალი კანონი.. მისი მიღება პირდაპირ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მოსპობას და განადგურებას“ – რას წერს სამართლის დოქტორი

„ვისაც ბოლო დროს, მავანთა უტიფრობის გამო ნიჰილიზმი მოგეძალათ – მოუსმინეთ თქვენს შვილებს. ვისაც არ გყავთ – ახალ თაობას დააკვირდით. მათი გულწრფელობა, თავისუფლება და სილაღე დაგიბრუნებთ ოპტიმიზმს“ – დაჩი გრძელიშვილი

mazda magti 5g