LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 მაისიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსიები გაითიშება

219
თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განახლებული საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის სატესტო რეჟიმი, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდა, დასრულებულია.

მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. აპლიკაციის განახლებული ვერსიის გადმოწერა შეუძლიათ როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი, გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს.

განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივასაც სთავაზობს, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g