თბილისში ქვის ცვენისგან დამცავი ბადეები მონტაჟდება. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ჭ.ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ბადეები ამ ტერიტორიაზე ადრეც იყო დამონტაჟებული, თუმცა საჭირო გახდა ძველის, უფრო ეფექტური ბადეებით ჩანაცვლება.
მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლდე პერიოდულად იშლებოდა და ქვები ცვიოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გზაზე გადაადგილებულ ავტომანქანებს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბადეებს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, იაპონურ და ქართულ კომპანიებთან ერთად ამონტაჟებს.