LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს ავტოსალონიდან Porsche გაიტაცეს

35

სოლთ-ლეიკ-სითის პოლიციამ 22 წლის ფრანგი გონსალეს ველასკესი დააკავა, რომელმაც სუპერქარი – Porsche 918 Spyder გაიტაცა, რომლის ღირებულებაც 1.6 მლნ აშშ დოლარი იყო.

როგორც ადგილობრივი ტელეარხი KUTV გვატყობინებს, დამნაშავე ავტოსალონში კვირა დღის მეორე ნახევარში შეიპარა, 5 ივნისს ვიტრინის მინა ჩაამტვრია  და პირველივე გასაღები აიღო. გონსალეს ველასკესმა დაახლოებით 16.30-ზე მოიპარა ავტომობილი, კვირა დღეს, ხოლო პოლიციამ იგი დააკავა დაახლოებით 22.30-ზე, რვა კვარტლის მოშორებით დანაშაულის ადგილიდან.

Porsche-ს ოფიციალური რეალიზაციის ცენტრი სოლთ-ლეიქ-სითიში კვირაობით არ მუშაობს. როგორც გამოცემა Road and Track-მა ავტოსალონის მენეჯერებისგან გაარკვია, დამნაშავემ მოიპარა სპორტული ვერსია 918 Spyder – Weissach Edition მარტინის დიზაინით, რომელსაც ექსტრემალური ღირებულება ჰქონდა – 1 მილიონ 695 ათასი აშშ დოლარი.

სუპერჰიბრიდი Porshe 918 Spyder გამოდიოდა 2013 წლიდან 2015 წლამდე. მოდელის ტირაჟი მოიცავდა წლიურად 918 ეგზემპლარს. მოდელი აღჭურვილია 4.6 ლიტრიანი რვა ცილინდრიანი ძრავით, რომელსაც გააჩნია 608 ცხენის ძალა და ორი აქსელერომეტრი, რომელიც ანვითარებს 156 და 129 სიმძლავრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები