LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტეთ უარი ვთქვათ გამოსაშვებ საღამოზე და მცირედი პატივი მაინც მივაგოთ ჩვენი გარდაცვლილი თანატოლების ხსოვნას!”- სკოლა-გიმნაზია

281
ტრაგედია სვანეთში

სვანეთის გზაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას, წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია ეხმაურება.

სკოლა-გიმნაზია სოციალურ ქსელში სკოლის მეთორმეტე კლასის სახელით წერს, რომ სვანეთის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო გადაწყდა, რომ უარი თქვან გამოსაშვებ საღამოზე:

„ახლა ყველა ჩაგიხუტებთ და ისე გაგიშვებთ უფალთან“ – მდინარე ნაკრასში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

„პოსტს ვდებთ ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელების სახელით!

დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ იმ ტრაგედიას,რომელიც ჩვენს რაიონში დატრიალდა, თანავუგრძნობთ გარდაცვლითა ოჯახებს,სკოლებს,მეგობრებს,ახლობლებს!

რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, რომ უარი ვთქვათ გამოსაშვებ საღამოზე და მცირედი პატივი მაინც მივაგოთ ჩვენი გარდაცვლილი თანატოლების ხსოვნას!

უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი-ეკა,საბა,გიორგი!

მუდამ ჩვენს გულებში!

გიმნაზიის მეთორმეტე კლასი!”- ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, სვანეთში, მდინარე ნაკრასში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს.

მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დღეს დილით აღმოაჩინეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარიც.

სამივე მოზარდი, სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან, ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა.

პოსტს ვდებთ ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელების სახელით! დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ იმ ტრაგედიას,რომელიც ჩვენს რაიონში…

Posted by წმ ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია on ოთხშაბათი, 08 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g