გადაცემის „შენი დილა“ რუბრიკის, „კითხვების გარეშე“ გასული ეპიზოდის კითხვებს მომღერალი და მსახიობი ლიზა ყენია ჰპასუხობს.
ლიზამ რუბრიკაში მასთან დაკავშირებით დასმულ არაერთ კითხვას უპასუხა და დედაზე, მაია ჯაბუაზეც ისაუბრა:
„სულ ჩემთან არის დედა. ჯვარი მაჩუქა, რომელსაც აწერია: „მე სულ შენთან ვარ“.
შეკითხვაზე, თუ რას გრძნობს, როდესაც დედა მღერის, ლიზა აღნიშნავს:
„ჩემთვის ისეთი ემოციაა, მაია რომ მღერის, რომ სულ მეტირება“.
ლიზამ რუბრიკაში ბავშვობის მთავარი მოგონებაც გაიხსენა:
„ეს არის ის პარტარა სახლი, სადაც ვცხოვრობდი – გარემო, მშობელბი, ბებია და ის ულამაზესი პერიოდი, როცა ერთად ვიყავით“.
❤️ "სულ ჩემთანაა დედა… ყოველთვის მეტირება, როცა მაია მღერის" | ლიზა ყენია კითხვების გარეშე 📜❤️ "სულ ჩემთანაა დედა… ყოველთვის მეტირება, როცა მაია მღერის" | ლიზა ყენია კითხვების გარეშე 📜
Posted by შენი დილა • Sheni Dila on ოთხშაბათი, 08 მაისი, 2024
„დღეს ჯადოსნური დღეა” – ლიზა ყენია მაია ჯაბუას 62 წლის იუბილეს ემოციურად ულოცავს