ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებთან განხორციელებული ძალადობრივი შინაარსის სატელეფონო მუქარებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია“.
ამავე პოსტში გახარია შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, მთავარ პროკურორსა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილსა და კახა კალაძე მიმართავს „გააჩერონ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა“:
„ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.
გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა.
მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას – თქვენც იცით.
გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!“ – წერს გიორგი გახარია.
ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ…
Posted by გახარია on Thursday 9 May 2024