LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუჯა დაუჭერიათ!! გუკა!!! ვაჟიკო!! ყველანაირ ზღვარს სცდება ხალხის ხმის იგნორი! ეგ არის ნამდვილი რუსული ხელისუფლების სახე: ხალხის ხმის ჩახშობა, ცემა, დაჭერა და შეშინება! გაიწვიეთ უკან კანონი!“ – ნატალია ყიფშიძე

328
ნატალია ყიფშიძე, აქციის მონაწილეების დაკავება

მსახიობი ნატალია ყიფშიძე, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ „ყველანაირ ზღვარს ცდება ხალხის ხმის იგნორი!“

„სუჯა დაუჭერიათ!! გუკა!!! ვაჟიკო!!

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს შორის გუკა რჩეულიშვილიც არის

ინფორმაციას გუკას მეგობრები და აქტივისტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ თავად დაინახეს, როგორ გაიყვანეს რჩეულიშვილი ხელბორკილებით სამართალდამცველებმა.

Gigi Sujashvili Guka San Vazha Marr

ყველაფერზე წამსვლელი მოღალატეები 1 თვე რო ვაპროტესტებთ ამ აბსურდულ მიმართულებას და 63 წამში ერთხმად თანხმდებით პუტინისთვის ჩვენი ქვეყნის ლანგარზე მირთმევას!

ყველანაირ ზღვარს სცდება ხალხის ხმის იგნორი! ეგ არის ნამდვილი რუსული ხელისუფლების სახე: ხალხის ხმის ჩახშობა, ცემა, დაჭერა და შეშინება! გაიწვიეთ უკან კანონი! გაათავისუფლეთ ჩვენი მეგობრები! გაათავისუფლეთ საქართველო!“, – წერს ნატალია ყიფშიძე.

შსს-ს ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

„კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მოსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა – ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა“ – სალომე სამადაშვილი

მდინარაძე: „ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი, რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“

magti 5g