LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენრიკე იგლესიასმა გაამხილა, როგორ რეაგირებს ანა კურნიკოვა მის მხურვალე კოცნაზე ფანებთან

419
page

ენრიკე იგლესიასი მაიამიში, SiriusXM Hits 1- ის რადიოს სტუმრობდა. არტისტმა წამყვანთან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია აქვს ანა კურნიკოვას მის ტრადიციულ კოცნებზე სცენაზე, მომღერალმა განაცხადა, რომ მისი მეუღლისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვს. მე სულ ასე ვკოცნი ჩემს ფანებს, მომწონს, როცა მათთან ფიზიკურ სიახლოვეს ვამყარებ, მომწონს მათი კოცნა, ასე მე მათ სითბოს ვუზიარებ. ანა ჩემს კონცერტებს მუდამ ესწრება. გოგონები მას უცნაურად უყურებენ, თითქოს ეკითხებიან, როგორ ეგუება ყოველივე ამას, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ანას ეს არ აღელვებს“, – აცხადებს 49 წლის მომღერალი.

ცნობისთვის, ენრიკე იგლესიასი მსმენელს დაემშვიდობა. ის კარიერას ასრულებს. 29 მარტს, არტისტმა, მე-12 და უკანასკნელი სტუდიური ალბომი – Final (Vol. 2) გამოუშვა, რომელიც ამავე სახელწოდების პირველი ნაწილის გაგრძელებაა.

ენრიკე იგლესიასმა უკანასკნელი ალბომი გამოუშვა – მომღერალმა კარიერა დაასრულა

25 წლიანი ურთიერთობისა და 3 შვილის შეძენის შემდეგ, ენრიკე იგლესიასმა ანა კურნიკოვაზე ფარულად იქორწინა

ასეთი მხურვალე კოცნა ჯერ არასდროს გინახავთ – ენრიკე იგლესიასი ფანთან კოცნის ვიდეოს ავრცელებს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები