LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაელ როთი – ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს

175
მიხაელ როთი

ჩვენ ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები, საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. მიხაელ როთი ამბობს, რომ ვერ ხედავს საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის ნაწილი, ევროპარლამენტიდან ჩემი კოლეგების შემადგენლობით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები.

უკიდურესად მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. თუმცა, გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხისადმი, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

რაც შეეხება კითხვას, „ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, გაიხსნება თუ არა წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები?“, – მიხაელ როთმა აღნიშნა:

12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ბორელსა და ვარჰეის წერილით მიმართეს: „გიგზავნით პირდაპირ და ნათელი გზავნილს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია“

„არა, ნამდვილად არა. ამ კანონით მე ვერ ვხედავ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების თავების გახსნის ვერანაირ შანსს. ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიოა“.

 შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

mazda magti 5g