LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე პრეზიდენტზე: „აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს – დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად გამოიყენებს ვადებს, თუ როდის უნდა დაადოს ვეტო“

198
კალაძე და სალომე ზურაბიშვილი

„მისი განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებისას, პროცესს მაქსიმალურად გაწელავს.

ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს ამ ერის ნებას” – პრეზიდენტი

„შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც იქნება ვეტო დადებული, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, თუკი არსებობს რაიმე არგუმენტი თუ რატომ არ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და ითვალისწინებს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, წელიწადში ერთხელ, წარადგინონ დეკლარაციები. ეს რატომ უნდა იყოს ცუდი?!

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ და ალბათ ვეტოს ფარგლებშიც არ იქნება კონკრეტიკა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვადებს, თუ როდის უნდა დაადოს ვეტო, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს.

პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

რასაც ეტყვიან, როგორც დაუწერენ შინაარს, იმას გააკეთებს, იმას იტყვის. ჩვენ მზად ვართ თუკი რაიმე იქნება არგუმენტირებული, საინტერესო, მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ“. – განაცხადა კახა კალაძემ.

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან, მას იმპიჩმენტი აქვს გამოცხადებული“- შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

mazda magti 5g