LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი, ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება… უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება”- ნიკო ნერგაძე

192
ნიკო ნერგაძე

ჟურნალისტი და ბლოგერი ნიკო ნერგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში” მისთვის ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.

ნერგაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც მისთვის ამ უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება:

„კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.

ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.

კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.

ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები”- წერს ნიკო ნერგაძე.

კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University-ში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება. ამ ხსნის…

Posted by Niko Nergadze on სამშაბათი, 14 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g