მადრიდის „რეალმა“ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად დათმო ლიდერობა მსოფლიოს უმდიდრესი კლუბების რეიტინგში.
თუმცა „სამეფო კლუბი“ ჯერაც უსწრებს მთავარ მეტოქეს.
Forbes-ის განახლებული რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე გაიჭრა ამერიკული ფეხბურთის გუნდი „დალას კოვბოისი“, რომლის ღირებულება 4 მილიარდ დოლარად ფასდება. ბოლო წლების ლიდერი მეორე ადგილზე ჩაჩოჩდა: „რეალის“ ფასი 3.65 მილიარდის ექვვალენტია. მესამეზეა „ბარსელონა“ – 3.55 მილიარდი დოლარი.
შემდეგ მოდიან: ბეისბოლის გუნდი „ნიუ-იორკ იანკსი“ (3 მლრდ) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (3.32 მლრდ).
ცოტა ხნის წინ კი იმავე Forbes-ის მიხედვით „რეალის“ მთავარი ფასეულობა კრიშტიანო რონალდო ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ ადამიანებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა.