LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ავტომობილები

20

ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთის ვარსკვლავებს არა მარტო ყველაზე სექსუალური ცოლები და მეგობარი გოგონები ჰყავთ, არამედ საუკეთესო ავტომობილების მფლობელებიც არიან.

მუდმივად იწერება მათ ფეშენებელურ ვილებზე, ბიზნესებზე და ავტომობილების კოლექციაზე. “ავტორადიოს” რუბრიკა “ავტობლოგი” გთავაზობთ ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის ძვირადღირებულ ავტომობილს, რომლის ნახვაც ავტომოყვარულებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებთ. მაშ ასე: კრიშტიანუ რონალდო, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ნეიმარი და ჰალკი. გადაავლეთ თვალი და გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები.

 

კრიშტიანუ რონალდო

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრიშტიან რონალდუ, რომელიც 2016 წელს ყველაზე ძვირადანაზღაურებადი ვარსკვლავების საუკეთესო ათეულშიც მოხვდა, Lamborghini Aventador-ის, Rolls-Royce Phantom-ის, Porsche 911 Turbo-ის, Bugatti Veyron-ის და Bentley Continental GT Speed-ის მფლობელია.

720x480_729e739f9140e8e178d749a25e18bbf4

ლიონელ მესი

რონალდუს მსგავსად, ლიონელ მესიც მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების ათეულის ერთ-ერთი ლიდერია, გემოვნება კი, აბსოლუტურად შეფერება მის სტატუსს. მესის ავტოპარკში Dodge SRT8, Ferrari F430, Maserati Granturismo MC Stradale, Lexus LX570 და კიდევ რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილია, რაც 77 მილიონიანი ჰონორარის ფონზე არცაა გასაკვირი.  

720x480_087271903595b1d3d28e5deb53163231

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

”მანჩესტერ იუნაითედის” ახალი ვარსკვლავის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტოფარეხი 30-ზე მეტ ავტომობილს ითვლის – მოკრძალებული Volvo C30-ით დაწყებული Maserati GranTurismo Mc Stradale და Ferrari Enzo-თი დასრულებული.

720x480_ef8ce02ece6c88f120d99b4206389145

ნეიმარი

თავისი 21 მილიონ დოლარიანი ანაზღაურებით, ”ბარსელონას” თავდამსხმელი მეოთხე ადგილს იკავებს Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში. ნეიმარის ავტოკოლექციას Audi R8 Spyder, Maserati MC12, Porsche Panamera და სპონსორების საჩუქარი Audi Q5 ამშვენებს.

720x480_d4375cd5e6cb7d660951b777360ea91a

ჰალკი

როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელ ფეხბურთელს არ უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, მისი რჩეული კი, მოკრძალებული Audi Q7-ია. თუმცა, ჰალკის ოჯახურ ავტოფარეხში Porsche Macan S-ის და Ferrari-ის ნახვაც შეიძლება.

720x480_96359ff0e0e0fa168b0fe7bbadb6b94e

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები