LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელ ბავშვებს ფულთან ურთიერთობას 1-ლი კლასიდან შეასწავლიან

130
Screenshot 2024-05-21 105535

-ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია მისცა, რომ ფინანსური კეთილდღეობის გაკვეთილები მოსწავლეებს პირველი კლასიდანვე ჩაუტარონ. ეს გაკვეთილები პატარებს ზრდასრული ცხოვრებისთვის უკეთ მოამზადებს, წერს Turkmen portal.

მოსწავლეები შეისწავლიან ფულთან მოპყრობის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებს (მაგალითად, როლური თამაშების დახმარებით). როგორც მოსალოდნელია, ფინანსური კეთილდღეობის გაკვეთილები ყველა კლასის პროგრამაში შევა, პირველიდან ბოლოს ჩათვლით.

ევროკავშირმა ქვეყნებს ასევე ურჩია, რომ მსგავსი მასტერ-კლასები უფროსებისთვისაც რეგულარულად ჩაატარონ. ეს მასტერ-კლასები ზრდასრულებს ფინანსების უკეთ მართვას და თაღლითებისთვის თავის არიდებას ასწავლის.

ევრობარომეტრის ინფორმაციით, ევროპელთა 18% – ფინანსებში კარგადაა გარკვეული, 64%- საშუალოდ, ხოლო 18%-ს ეს საკითხი ძალიან უჭირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები