ელის მარია სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან ცნობილია და პატარა ინფლუენსერის სტატუსიც მოირგო, საზოგადოებამ მალე შეიყვარა. შესაბამისად, მომღერალი სოფო ნიჟარაძე მათ მიმდევრებს ხშირად ანებივრებს უსაყვარლესი გოგონას ვიდეიებით.
ამჯერად ელის მარიამ დედას „ანკორას კაბის“ შეკერვა თხოვა.
„დათუნა სულიკაშვილი შენნაირ „ანკორას კაბას“ შემიკერავს? გრძელი, შავი?“ – ჰკითხა ელის მარიამ დედას, რაზედაც დედამ უპასუხა, რომ დაურეკავს დიზაინერს, ჰკითხავს და ფიქრობს, რომ ალისკას თხოვნას შეუსრულებს.