LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინგა მშრომელი გოგო და მრავალშვილიანი დედა იყო, შვილები წვა­ლე­ბით გა­ზარ­და, ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნე­თის პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ“ – რას ჰყვებიან რუსთავში მოკლულ დედა-შვილზე

2391
მკვლელობა რუსთავში

რუსთავში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე დღეს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოკლული დედა-შვილის, ინგა ბეგაშვილის და მარიამ სოფრომაძის შესახებ საუბრობს მათი მეზობელი „პალიტრა ვიდეოსთან“ და ამბობს, რომ ინგა მშრომელი ადამიანი იყო და მას კარგი შვილები ჰყავდა.

„5 გასროლის ხმა იყო… ვნახეთ 2 გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა“ – რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„ადრე აქ, ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდნენ ქირით, შემდეგ როგორც მრავალშვილიანი, გაჭირვებული ოჯახი, მთავრობამ წაიყვანა და სხვაგან შეასახლა. მა­რი­ა­მის გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი გავიგე ამ ზა­ფხულს მისი დის­გან, რო­მე­ლიც გა­სა­თხო­ვა­რია. მა­რი­ა­მის ქმრის შე­სა­ხებ არა­ფე­რი არ ვიცი.

ინგა მშრომელი გოგო იყო, ბავშვები ასე წვა­ლე­ბით გა­ზარ­და, შვილებზე ცუდი არას­დროს არა­ფე­რი გა­მი­გია. ბი­ჭე­ბიც ჰყავს და გო­გო­ნე­ბიც, ეს ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნე­თის პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ, ძალიან კარ­გი შვი­ლე­ბი ჰყავს“, – აღნიშნავს გადრდაცვლილების მეზობელი მედიასთან საუბარში.

ცნობისათვის, მკვლელობა რუს­თავ­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე დღეს მოხდა. მა­მა­კაც­მა ცოლი და სი­დედ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.

რუსთავში, 21 წლის ცოლის და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g