ჰერალდიკური სიმბოლოების მსგავსი მოხატულობა, Gucci-ის სახლის (ალესანდრო მიკელე ხელმძღვანელობით) ახალი სავიზიტო ბარათია. მართალია, თქვენს გენეოლოგიურ კუთვნილებას ახალი კედები ვერ მოერგება, მაგრამ სხვა თეთრ კედებთან შედარებით მაინც საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება.
კურდღლისა და ფუტკრის გარდა, ახალ სეზონზე სპორტული ფეხსაცმელი, ვარსკვლავებმა და თევზებმაც დაამშვენეს. მიუხედავად სპორტული სილუეტისა, კედების ახალი მოდელი საღამოს კოქტეილს უფრო მოუხდება, ვიდრე სპორტულ მოედანს.