LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლექსი გონჩარენკო: მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია

131
გონჩარენკო

საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ამ ე.წ. კანონზე, სინამდვილეში რაც ხდება, არის ის, რომ მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, როგორც ეს მოხდა ბელარუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, იმსჯელეს.

„ჩვენ აქ ბელარუსიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში ვართ და თუ გვინდა ვიხილოთ კიდევ ერთი ლუკაშენკო, კიდევ ერთი რეჟიმი, რომელიც ჯერ იწყებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, შემდეგ არჩევნების გაყალბებას, შემდეგ ოპოზიციონერების მკვლელობას, შემდეგ დაკავებას და ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: ოჰ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოკლეს, ოჰ, კიდევ ათი მოკლეს, ოჰ, ასობით დააპატიმრეს, კიდევ ერთი ქვეყანა აღარ დგას ევროპულ გზაზე, მაგრამ ოკუპირებულია რუსეთის მიერ – ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვილაპარაკოთ, ან უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ – „რისი გაკეთება შეგვიძლია?“ – ეს არის კითხვა“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g