LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: „გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ“

135
ოლექსი გონჩანერკო და ალუდა ღუდუშაური

„გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

აღნიშნულით ღუდუშაური, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გონჩარენკო საკუთარ პოზიციაში, ვერ ჩამოყალიბდა.

„შეგახსენებთ, ვინ არის გონჩარენკო. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის და ფოკუსშიც ვერ მოხვდა გონჩარენკო, იმიტომ, რომ ის არავინ არ არის, გარდა იმისა, რომ თავის დროზე სწორედაც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი და თქვენ ხედავდით მის სამკერდე ნიშანს, თუ ვის წარმოადგენდა.

ამიტომ გონჩარენკოსნაირ არარაობებზე ჩვენ არც დროს დავხარჯავთ და მითუმეტეს, არც ჩვენი ინტერესი არ არის რომ მას სერიოზულად ვუპასუხოთ“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.

„რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში? ის სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იმავეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი“. – განაცხადა ოლესი გონჩარენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები