LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: დიდებული დღე თითოეული ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი

350
BeFunky-collage (87)

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც აღდგა ნანატრი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ფუნდამენტი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს.

„ვულოცავ, მთელს საქართველოს, ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდებულს თავისი არსით, შინაარსითა და მნიშვნელობით – ეს არის ის, რაც არაერთი ქართველის, სახელოვანი მამულიშვილის ოცნება და იდეა იყო. დიდებული დღე თითოეული ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი. ეს არის დღე, როდესაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაუღალავი ბრძოლა და მუშაობა, რომ ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილი იყოს, იმის სამსახურში ყოფნა, რაც გვეამაყება და რაც გვაერთიანებს. ამით ახდა ოცნება ილია ჭავჭავაძისა და ბევრი მოღვაწისა, ვინც ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩამოვყალიბებულიყავით ასეთ ერად და გვეამაყა ჩვენი ქვეყნის იდენტობით. ეს არ არის ისეთი რამ, რაც ერთხელ მოვიდა და რასაც გაფრთხილება არ სჭირდება. ამას სჭირდება, დაუღალავად შრომა, რომ საქართველოს სახელი მუდმივად იკავებდეს დამსახურებულ ადგილს, სხვა ერთა შორის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, უწყვეტად, მაღალი ტემპით, იმ მიმართულებით ვითარდება, რასაც ქვეყნის მაღალი დონის, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჰქვია.

„ყველა სექტორში, იქნება ეს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, თავდაცვისუნარიანობის, განათლების, თუ სამართლის სფერო, გვაქვს უზარმაზარი პროგრესი. პროგრესი სწორედ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებების ერთგულება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც სჭირდება სერიოზული შრომა, იმის კვალდაკვალ, რასაც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გაფრთხილება ჰქვია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g