„არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება… სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.
ნათია თურნავას განმარტებით, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს.
„არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება… სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ნუ ეცდებიან სპეკულაციას – ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს. ეს არის სპეკულაცია – საუბარი იყო სამოგზაურო სანქციებზე, არანაირი ბმა არ არის.
თეორიულად, რომც მოხდეს გარკვეული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს არის ინდივიდუალური „ქეისი“, რომელზეც გვაქვს გამოცდილება, ბანკებთან ერთად განვიხილავთ და გავდივართ რეაგირების ჩარჩოს“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.