LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“ – მაიკლ როთი უმრავლესობას

145
მაიკლ როთი

„ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე“ – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და პარლამენტის წევრებს მიმართავს.

როთი უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდებს, დააბრუნონ ქვეყანა სწორ გზაზე.

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს – ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება

„ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ხალხს ყურადღებით მოვუსმინოთ. ქართველი ხალხის მესიჯი კრისტალურად ნათელია:

შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“, – წერს მაიკლ როთი.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

„ბიბლიური ელფერის ღამე იყო. ქრისტემ იცოდა, რომ ერთი მათგანი გასცემდა. საქართველომ იცის, რომ 84 უღალატებს“ – დათო გორგილაძე

mazda magti 5g