LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთიდან ხორციელდება

168
საწვავი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 423.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 21.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტი 214.2 ათასი ტონა, დიზელის საწვავის იმპორტი კი 209.2 ათასი ტონა იყო.

კატეგორიების მიხედვით კი ასეთი სურათია: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 113.6 ათასი ტონა (53%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 95.8 ათასი ტონა (44.7%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 4.8 ათასი ტონა (2.2%).

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით განხორციელდა რუსეთიდან – 231.6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54.7%-ს შეადგენს. მას მოჰყვებიან: ბულგარეთი (56.7 ათასი ტონა); რუმინეთი (54.8 ათასი ტონა); აზერბაიჯანი (36,5 ათასი ტონა); ბელარუსი (17,5 ათასი ტონა); თურქმენეთი (10,2 ათასი ტონა); კვიპროსი (6,3 ათასი ტონა); საბერძნეთი (5,5 ათასი ტონა); თურქეთი (2 ათასი ტონა) და სხვა.

magti 5g