LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანი: „როცა ბექა მიხვდა, რომ ჩემგან საპასუხოს ვერაფერს მიიღებდა, ერთ დღესაც გამომიცხადა, რომ ასეთ ურთიერთობას ჯობდა, ჩემთვის თავი დაენებებინა… ორი თვე საერთოდ არ მოვუკითხივარ…“

3365
მანიკა ასათიანი

მანიკა ასათიანი პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას, რამდენად ეჭვიანი იყო შეყვარებულობისას ან ახლა რამდენად ეჭვიანობს ქმარზე, კალათბურთელ ბექა წივწივაძეზე:

„მე ძალიან ეჭვიანი ვარ, თუმცა ამის საბაბი არასდროს მქონია. ბექა ბევრ გოგოს მოსწონდა და ამას თუნდაც თამაშებზე ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი,რომ მას მხოლოდ მე ვუყვარდი. ბექა გუნდში ყოველთვის ლიდერი იყო, მე კი ამ დროს დარბაზში ძალიან ამაყად ვიჯექი. მეცინებოდა იმაზე, სხვა გოგონები რომ გამოხატავდნენ მოწონებას. არც ბექას ჰქონდა საეჭვიანო.

ისევ რომანტიკული წყვილი ხართ? ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ რომანტიკა იკარგება.

ეს დიდი ტყუილია! არც ის არის მართალი, რომ შეყვარებულების პერიოდი ჯობს ოჯახურ ცხოვრებას. ორივე ვამბობთ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი.

მანიკა ასათიანი ამავე ინტერვიუში იხსენებს, როგორ გაწყდა მისი და ბექას ურთიერთობა შეყვარებულობის დროს ორი თვით:

„როცა ბექა მიხვდა, რომ ჩემგან საპასუხოს ვერაფერს მიიღებდა, ერთ დღესაც გამომიცხადა, რომ ასეთ ურთიერთობას ჯობდა, ჩემთვის თავი დაენებებინა, რადგან მეგობრობის მეტს არაფერს ვთავაზობდი. ადგა და პოლონეთში წავიდა. ორი თვე საერთოდ არ მოვუკითხივარ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის უარყოფითი განწყობა, რასაც ბექას მიმართ ვამჟღავნებდი, სინამდვილეში იყო მოწონება და ნაწილობრივ – სიყვარულიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g