მოქალაქე, რომელსაც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ, ინგოროყვას ქუჩაზე ავტომობილით მიმავალ დეპუტატებს მიმართავდა და რომელსაც დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა, ლექსო სამხარაძეა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატის მანქანიდან შეაგინეს.
ლექსო სამხარაძე ამავე პოსტში ასევე ვარაუდობს, რომ მისი „ფეისბუკი“ და „მესინჯერი“ სუსის მიერ კონტროლდება, რადგან ქიქოძის ქუჩაზე მდებარე მარკეტში მისვლას, რომლის დახლიდანაც ჯაფარიძემ ფორთოხალი აიღო, თავდაპირველად თავად გეგმავდა:
„მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ იცოდეთ. მე სანამ ბილწსიტყვაობას დავიწყებდი, მხოლოდ პოლიტიკურ „მესიჯებს“ ვავრცელებდი, ისეთს როგორიც ვიდეოს დასაწყისშია. ჩემი გინება მოყვა, იმათი მხრიდან დედის შეგინებას, მანქანიდან.
საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჩემს ფბ და „მესენჯერს“ აკონტროლებდეს სუს-ი. თუნდაც ამ ვიდეოს ჩაწერამდე ვესაუბრე, „მესენჯერის“ საშუალებით, ჩემს მეგობარს რომ მისვლას ვაპირებდი მაღაზიაში და ფორთოხლის ფულის გადახდას. რაც საკმაოდ კომიკური გამოვიდოდა, რასაც კოლაბორანტის მისვლა და ფორთოხლის საფასურის გადახდა მოყვა.
ვიდეო: „ვიქტორ ჯაფარიძემ თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედიო, რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი“ – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
„მართლა არ მოელოდა ამ პასუხს, რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა“ – წერს მირანდა ჯობავა.
ჩემი აზრით, ასეთ ეროვნულ ტალანტს, თავში არც კი დაებადებოდა აზრი, ბოდიში მოეხადა და ფორთოხლის ღირებულება გადაეხადა. მადლობა მინდა მოვუხადო მაღაზიის მფლობელს და გამყიდველს, ძალიან კარგი პასუხისთვის, რასაც ვიდეოში ვუსმენთ და მადლობა ეკუთვნით იმ სტიკერებისთვის, რომლებიც სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოხატავს.
აუცილებლად გავიცნობ ამ კარგ ხალხს წინააღმდეგობა რუსულ რეჟიმთან უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე არ უნდა შეგვეშინდეს ციხის, გალახვის, სამსახურის დაკარგვის და სხვა რეპრესიების.რუსეთის იმპერიასთან და მაგათ აგენტურასთან ბრძოლა, არასოდეს ყოფილა მარტივი. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“. – წერს ლექსო სამხარაძე.
მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ იცოდეთ. მე სანამ ბილწსიტყვაობას დავიწყებდი, მხოლოდ პოლიტიკურ მესიჯებს ვავრცელებდი, ისეთს…
Posted by Lekso Samkharadze on Wednesday 29 May 2024