LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ რეალურად, იმის გამო, რომ რუსქოცებს არ გავურიგდით არასდროს“ – რას წერს მირანდა ჯობავა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ

312
მირანდა ჯობავა

„უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ რეალურად, იმის გამო, რომ რუსქოცებს არ გავურიგდით არასდროს!“ – ამის შესახებ მაღაზია „მეტი თავისუფლების“ მფლობელი მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ეხება ერთ-ერთ მარკეტში გადაღებულ ვიდეოს, სადაც მაღაზიის მეპატრონე ცოლ-ქმრი და უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კამათობენ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, უმრავლესობის წევრ ვიქტორ ჯაფარიძეს მოქალაქე დახვდა შეძახილებით: „გაიქეცი ვირთხა“, „გარბიხართ ბიძინასთან მონებო“, რის შემდეგაც ვიქტორ ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, მოქალაქეს გაეკიდა და იქვე მდებარე მარკეტის დახლიდან ფორთოხალი ესროლა.

მომხდარის შემდეგ, ვიქტორ ჯაფარიძე მარკეტში ფორთოხლის საფასურის გადასახდელად მივიდა.

ვიდეო: „ვიქტორ ჯაფარიძემ თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედიო, რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი“ – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

„მართლა არ მოელოდა ამ პასუხს, რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა“ – წერს მირანდა ჯობავა.

სწორედ ამ მარკეტის მფლობელია მირანდა ჯობავა, რომელიც ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მისი ოჯახის „გაშავება“ დაიწყეს:

„ერთადერთი რამის თქმა მინდა მოკლედ, რახან ისევ დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება…

ვიტა არის უძლიერესი იურისტი და ამავე დროს, უძლიერესი ადამიანი, ყველაზე მაღალი ზნეობის და ღირსების მქონე 

თუ ვიღაც ტყუილს დაწერს შეგნებულად და ტროლაობის გამო და ვინმე მხარს აუბამს უბრალოდ გაშავების მიზნით და გაუვრცელებს ჭორს, – არ გაიხაროს თავის სიცოცხლეში არასდროს!(მარტო წყევლის ეშინიათ ამ სულელებს)!

ანდა, თუკი ვიტას რაიმე მორალური, ან კანონიერი გადაცდომა ჰქონია მთელი თავისი ცხოვრების და მუშაობის განმავლობაში, – არ გაიხაროს ჩვენმა ოჯახმა!

დიახ, ვიმეორებ: თუკი ვინმე თუნდაც ერთ ტყუილს დაწერს ბოროტი მიზნით, ამოუწყდეს ოჯახი!! აბა ეგრე!!

და კიდევ, ჩვენს და ქოცებს შორის ვისაც ფული, ან რაიმე აუღია ვინმესგან(მაგალითად, კომენტარების წერაში))), მოკვდეს და დასამარდეს!!

პ.ს.

უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ რეალურად, იმის გამო, რომ რუსქოცებს არ გავურიგდით არასდროს!“ – წერს მირანდა ჯობავა.

ინგა გრიგოლია: „მას მერე, რაც მაღაზიის მეპატრონეებმა კარგად დაუღეჭეს ვიქტორ ჯაფარიძეს, რატომაა აგენტების კანონი რუსული და გააბუნძულეს, მივედი ფორთოხლის საყიდლად და დახლები თითქმის ცარიელი დამხვდა“

ერთადერთი რამის თქმა მინდა მოკლედ, რახან ისევ დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… ვიტა არის უძლიერესი იურისტი და ამავე დროს,…

Posted by Miranda Jobava on ოთხშაბათი, 29 მაისი, 2024

mazda magti 5g