LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგენტების რეესტრში“ 5 ორგანიზაცია გამოჩნდა

172
აგენტების რესსტრში რეგსტრირებული ორგანიზაციები

იუსტიციის სამინისტროს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ხუთი ორგანიზაცია გამოჩნდა. 

ეს ორგანიზაციებია:

  • საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია – სვიტანოკი;
  • საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  • ქუთაისის მოზარდთა სახლი;
  • ქრისტიანთა კავშირი;
  • ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური დოკუმენტებიც უნდა წარედგინათ, ამ რეესტრში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალია და მათი დამფუძნებლების მოძებნაა შესაძლებელი.

იუსტიციის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ რადიო „თავისუფლებას“ უთხრეს, რომ ამ ორგანიზაციების მიწოდებული ინფორმაცია ვებსაიტზე ეტაპობრივად გამოჩნდება.

პოპულარულები