IDF 2016 წლის კონფერენციაზე, კომპანია Intel-მა ვირტუალური რეალობის პროექტის – Project Alloy-ს შედეგად შემუშავებული კონცეპტი – VR Gear-ი წარმოადგინა.
მთავარი ღირსება, რაც ახალ მოწყობილობას გააჩნია ესაა დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. თუ აქამდე VR Gear-ის გაჯეტებს კომპიუტერთან ან კონსოლთან დაკავშირება სჭირდებოდა, ამ ეტაპზე ის აბსოლუტურად დამოუკიდებლად იმუშავებს. Project Alloy-ს ფარგლებში, ახალ მოწყობილობაში სამგანზომილებიანი კამერა კომპანია RealSence-მა დაამონტაჟა, რისი წყალობითაც, ადამიანებს შეუძლიათ სამგანზომილებიანი რეალობის გაცილებით უფრო უკეთ დანახვა, ვიდრე ეს სტანდარტულ VR Gear-ში იყო შესაძლებელი.
ახალი გაჯეტი Core i7-ის პროცესორზე მუშაობს. როგორც Intel-ი აღნიშნავს, მოწყობილობის მფლობელს წარმოუდგენლად საინტერესო ფუნქციის გამოცდა შეეძლება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხელში აიღოს რაიმე ნივთი და ვირტუალური რეალობით ის აბსოლუტურად სხვა ნივთად დაინახოს.
ასევე, Intel VR Gear-ის მეშვეობით, მის მფლობელებს შეეძლებათ ვირტუალური რეალობა რეალურის იდენტურად დაინახონ, თუმცა, რეალურ გარემოში, არარეალური ნივთების ხილვა იქნება შესაძლებელი. ახალი მოწყობილობის პირველი ტირაჟი 2017 წელს გამოვა.