LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ბოლქვაძე: „იმ უმსგავს ხალხს, ვინც თავს უფლებას აძლევს პარიზის აეროპორტში ისტერიკები გამართოთ, გეტყვით, რომ უსახურები და საცოდავები ხართ, მონები და უსამშობლოები“

386
პეტრე ცისკარიშვილი (2)

ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე პარიზის აეროპორტში მომხდარ ამბავს საკუთარ Facebook-გვერდზე ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

„ამ ქალს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის!

დღეს ჩემს დანახვაზე პარიზის აეროპორტში კივილი და შეძახილები ატეხა!

კიდე იყვნენ მასთან ერთად სხვებიც და მალე გავარკვევთ მათ ვინაობასც!

გეტყვით რომ:

⛔️უსახურები და საცოდავები ხართ

⛔️მონები და უსამშობლოები

⛔️გამოგაჭენებთ მალე სამაგალითოდ“, – წერს ელისო ბოლქვაძე ფეისბუქში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო კადრები. უცნობი
მოქალაქეები ქართული ოცნების დეპუტატს, ელისო ბოლქვაძეს პარიზის
აეროპორტში შეხვდნენ და მას მოღალატე და მონა დაუძახეს.

“საფრანგეთში რატომ ჩამოხვედით, ეს ხომ აგენტების ქვეყანაა?”
– ეკითხებიან მოქალაქეები ბოლქვაძეს.

დეპუტატი მომხდარს საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და მოქალაქეებს,
რომლებმაც მას მონა და მოღალატე უწოდეს, “გამოჭენებით” დაემუქრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g