თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გუშინ საქველმოქმედო აქცია-კონცერტი – „ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა.
საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება იყო. ბოლო მონაცემებით, მარათონზე 250 ათასი ლარი შეგროვდა.
საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა, არაერთი ქართველი შემსრულებელი მონაწილეობდა, მათ შორის ჯგუფი „ყველა“, რომელის გამოჩენას განსაკუთრებული ოვაციები მოყვა. ჯგუფის ცნობილ სიმღერას „სამშობლო“ მსმენელები აჰყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მიერ შესრულებულმა სიმღერამ განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა სოციალურ ქსელშიც. ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სიმღერა ბოლო დღეების ჰიმნად იქცა.
🎶🇬🇪🇪🇺 "სამშობლო" – "ყველა" | მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის🎶🇬🇪🇪🇺 "სამშობლო" – "ყველა" | მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 02 ივნისი, 2024
ვიდეო: ,,გესმოდეს” – ლექს-სენისა და თიკოს გამოსვლა კონცერტზე ,,მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის”