ცნობილია, რომ ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე რთული ეტაპი, ქეით მიდლტონმა უკვე გადალახა. ამის შესახებ წყარომ ინფორმაცია გამოცემა ,,დეილი მეილს” მიაწოდა. ახლა მთელი მსოფლიო ელოდება 14 ივნისს, როცა ბრიტანეთშიTrooping the Colour-ის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დრომდე ქეითს ეს ღონისძიება არასოდეს გამოუტოვებია, ამიტომ ბრიტანელები ვარაუდობენ, რომ უელსის პრინცესა ხალხს ბუკინგემის სასახლის აივნიდან მიესალმება.
ქეით მიდლტონი ბოლოს საჯაროდ შობის დღესასწაულზე გამოჩნდა, როცა ის ოჯახთან ერთად სანდრინგემში, მარია მაგდალინელის ტაძარში წირვას დაესწრო.
სიმსივნესთან მებრძოლ ქეით მიდლტონს კვირაში 1000-ზე მეტი გამამხნევებელი წერილი მისდის
ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს