LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ოლიმპიადის წინ უსახლკაროების გამოსახლება დაიწყეს

135
4589

პარიზში, ზაფხულის ოლიმპიადის წინ ათასობით უსახლკარო გამოასახლეს. ქალაქში „წმენდის“ ოპერაცია დაიწყო, წერს The Guardian ორგანიზაცია Le Revers de la Médaille-ს აქტივისტებზე დაყრდნობით.

ქალაქს ტოვებენ ის ადამიანები ვისაც თავშესაფარი სჭირდება, ასევე მათი ოჯახები და შვილები. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, პოლიცია სასტიკ ზომებს მიმართავს სექს-მუშაკების და ნარკო-დამოკიდებული ადამიანების მიმართ – ისინი სამედიცინო დახმარების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ბოლო 13 თვის განმავლობაში 12 545 ადამიანი გაასახლეს, ქალაქში და მის შემოგარენში კარვების ბანაკებიც დაშალეს.

ქალაქის მიზანი ოლიმპიადისთვის საუკეთესო იმიჯის შექმნაა, უსახლკაროები კი ამასობაში გადაჰყავთ გასულ წელს შექმნილ რეგიონალურ ცენტრებში, რაც პრობლემას რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებს, ფიქრობენ აქტივისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები