LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას დირექტივით მერანი და რუსთავი დასაჯეს: საქმეში შსს ჩაერთვება

12

დღეს, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე 8 სექტემბერს გამართული პირველი ლიგის მატჩი მარტვილის “მერანსა” და “რუსთავს” შორის განიხილეს.

სფფ-ს გენერალური მდივნის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემისგან ამ თამაშის შესახებ რაპორტი მოვიდა, რომ აღნიშნული შეხვედრა იყო გარიგებული ხასიათის, რის შემდეგაც სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო კომიტეტს, რომელმაც სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად კლუბებს სანქციები დააკისრა. ამ თამაშის შედეგი გაუქმდა, ორივე გუნდს ჩაეთვალა ტექნიკური მარცხი და დააკლდებათ 6-6 ქულა. გარდა ამისა, ორივე გუნდი 10 000 ლარით დაჯარიმდა.

“მინდა ყველამ იცოდეს, რომ მსგავსი ქმედებები ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად პრინციპულად იქნება დასჯილი. დამთავრდა ის დრო, როცა ფედერაცია რეაგირების გარეშე ტოვებდა მსგავს შემთხვევებს. დაისჯება ყველა, განურჩევლად იმისა, თუ რომელი გუნდი ჩაწყობილი თამაშის მონაწილე. დღეიდან თითოეული მატჩს ექსპერტები შეისწავლიან და ამასთან ერთად სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური კონკრეტულ თამაშთან დაკავშირებით გააგრძელებს გამოძიებას. ეს ეხება ფეხბურთელებს, გუნდის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ვნებს ქართულ ფეხბურთს. აღნიშნული ინფორმაცია გადაეცემა შსს-ს, რომელიც მოახდენს ამ საკითხზე რეაგირებას. სფფ შუამდგომლობით მიმართავს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, რათა ორივე გუნდს გამოძიების დასრულებამდე შუეჩერდეს ყოველგვარი დაფინანსება”, – განაცხადა მუჯირმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები