LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის დაბრუნდა – პირველი კადრები „ბრიჯიტ ჯონსის“ მეოთხე ნაწილის გადაღებებიდან

221
რენე ზელვეგერი

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ცნობილი რომანტიკული ფილმის „ბრიჯიტ ჯონსის“ გადაღებებიდან პირველი კადრები გავრცელდა. ეს ფილმის მეოთხე ნაწილის ექსკლუზიური კადრებია, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის, ფილმის სახელწოდებაა „ბრიჯიტ ჯონსი 4: ბიჭზე გადარეული“. კადრებში, რომელიც ლონდონის გადასაღებ მოედანზეა აღბეჭდილი, ბრიჯიტ ჯონსის როლის შემსრულებელი, რენე ზელვეგერი ჩვეულ ამპლუაშია. ის კადრში ორ მცირეწლოვან მსახიობთან ერთად პოზირებს და ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანს.

დღეს გამოცემა The Sun წერს, რომ ფილმის გადაღებები დროებით შეწყდა, რადგან ერთ-ერთმა მსახიობმა გადაღებებისას ფეხი მოიტეხა, თუმცა, მსახიობის ვინაობა არ სახელდება.

„ბრიჯიტ ჯონსის“ მეოთხე ნაწილში ბრუნდებიან ემა ტომპსონი და ჰიუ გრანტი. უკვე ცნობილია, რომ გადამღებ ჯგუფს კოლინ ფერტი არ შეუერთდა. 

„ბრიჯიტ ჯონსი” ეკრანებზე ბრუნდება – ახალ ფილმში რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი ითამაშებენ

„ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ნაწილის გადაღებები იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები