Fly Me to the Moon – ცნობილი სიმღერის ვერსიებს მორიგი ქავერი შეემატა.
მომღერლებმა მარიამ შენგელიამ და ნუცა თოფურიამ ბარტ ჰოვარდის უკვდავი ჰიტი გადაცემაში „ჩვენი შოუ“ შეასრულეს. გოგონების ნამღერმა ლეგენდარულ სიმღერას განსხვავებული შარმი შემატა.
ცნობისთვის, Fly me to The Moon-ის ყველაზე ცნობილი ვერსია ფრენკ სინატრას შესრულებითაა გავრცელებული. აღნიშნული სიმღერა რამდენიმე ფილმში, მათ შორის ანიმაციურშია გამოყენებული, ასევე, ის მოხსენიებულია წიგნში Over The Moon For You.