LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Lexus-ი კინეტიკური სავარძლებითა და კამერა-სარკეებით

39

წლევანდელი პარიზის ავტო გამოფენა ნამდვილად გამორჩეული მოდელებით იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ავტომწარმოებელმა უამრავი კონცეპტუალური კუპე თუ ქროსოვერი წარმოადგინა. აღსანიშნავია კომპანია Lexus-იც, რომელმაც ავტოსალონზე ახალი ქროსოვერი UX წარმოადგინა. ახალი მოდელი კინეტიკური სავარძლებით დაკომპლექტდა. სტრუქტურა შექმნილია ეკო-მატერიალით, სავარძლები სინთეტიკური აბრეშუმის ქსოვილითაა დამზადებული. კონცეპტქარი შემუშავებულია საფრანგეთის სამხრეთით მდებარე კომპანიის ევროპულ დიზაინ ცენტრში. პროტოტიპმა მიიღო საფირმო რადიატორი და გაცილებით დიდი საჭე.

გვერდითი სარკეები შეიცვალა უკანა ხედის აღმწერი კამერებით, რომლებიც სალონში დისპლეიზე ასახავს ავტომობილის უკან არსებულ მდგომარეობას. სარკეების დანიშნულება პრინციპულად არ შეცვლილა, თეორიულად ისინი იგივე საქმეს აკეთებენ, თუმცა განსხვავებული ,,ტექნოლოგიით’’. ინტერიერი სტილისტიკურად ორ ნაწილადაა გაყოფილი. გამოსარჩევია, როგორც სპორტული აქცენტები, ასევე საკმაოდ კლასიკური დეტალები.

ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. კომპანია აღნიშნულ ინფორმაციას წლის ბოლოს ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები