LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსი“ აგათა კრისტის „შვიდი ციფერბლატის საიდუმლოს“ ეკრანიზაციას გადაიღებს – ცნობილია სამსახიობო „ქასთიც“

175
page

„ნეტფლიქსი“ დეტექტიური ჟანრის მოყვარულთათვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ის აგათა კრისტის „შვიდი ციფერბლატის საიდუმლოს“ ეკრანიზაციას გადაიღებს, უკვე ცნობილია სამსახიობო „ქასთიც“.

მინი-სერიალში მთავარ როლებს მარტინ ფრიმანი და ჰელენა ბონემ კარტერტი ითამაშებენ. მათ კი პარტნიორობას მია მაკკენა-ბრიუსი გაუწევს.

ფილმში მოვლენები 1925 წელს ვითარდება, როდესაც ლედი ეილინ ბანდლ ბრენტი წვეულების დროს მომხდარი მკვლელობის გამოძიებას იწყებს.

Variety-ის ცნობით, გადაღებები მიმდინარე წელს დაიწყება.

საუკეთესო 5 დეტექტიური სერიალი, რომელიც ეკრანებზე იანვარში გამოდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები