LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე უხადურა ადიდდა, რის გამოც ხიდბოგირები და საავტომობილო გზები დაზიანდა, ავტომანქანები წაიღო და კალაპოტში გადააგდო – ძლიერმა წვიმამ ხარაგაულში პრობლემები შექმნა

153
ხარაგაული

ძლიერი წვიმის შედეგად, ხარაგაულში, სოფელ გედსამანიაში მდინარე უხადურა ადიდდა, რის გამოც ხიდბოგირები და საავტომობილო გზები დაზიანდა.

გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. გზა დაფარულია ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა-ღორღით.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დატბორილია ეზოები.

ასევე ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ასევე, ძლიერი წვიმამ ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში გადააგდო.

სტიქიის ადგილზე ხარაგაულის მერი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები