LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა – რას ამბობს ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი

145
ქართული ლეგიონი უკრაინაში

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

დღეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ უშიშროების სამსახურის „მტკიცებულებების“ საფუძველზე, „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა „გასამხედროებული ფორმირება ქართული ნაციონალური ლეგიონი“.

საკითხზე კომენტარი ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა გააკეთა:

„ეს ნიშნავს ჩვენს ეფექტურ მუშაობას, რასაც ასევე გავაგრძელებთ და ქართული ლეგიონი დღეს აუცილებლად აღნიშნავს რუსეთში ტერორისტულ სიაში შეყვანას“ -განუცხადა  „რადიო თავისუფლებას“ მამულაშვილმა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს „პატრონაჟით“ და დღეს წარმოადგენს „ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებულ ყველაზე მსხვილ შეიარაღებულ ფორმირებას“, რომლის წევრები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში და კავშირი აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე „დივერსიულ-ტერორისტული აქტების ორგანიზებასთან, რუსი სამხედროების წამებასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასთან”.

ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული, დაქირავებული მებრძოლების გადაბირების და შეიარაღებულ კონფლიქტში მათი ჩართვის მუხლებით.

2024 წლის თებერვალში მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ მამულაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g